воскресенье, 11 июля 2021 г.

პრეზენტაციები

 









როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარები

 

ტრენინგის სახელწოდება: როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარები .

ჩარტარების თარიღი: 2021 წლის 26 ივნისიდან 1 ივლისამდე

ტრენერი: მედეა ქოქრაშვილი

მსმენელი: ფატმან ციმინტია

ტრენინგი საკმაოდ შრომატევადი და ნაყოფიერი გამოდგა და კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ის ფაქტი, რომ შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის  და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამადე არარსებული გზის პოვნის უნარი, რომ კრეატიულობა შაბლონური აზროვნების საპირისპირო ფორმაა. მისთვის მიუღებელია ბანალური იდეები და მოვლენებზე არსებული საყოველთაოდ მიღებული შეხედულებები.

ამ საკითხთან დაკავშირებით დავამუშავეთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი. გაეცა პასუხი კითხვებს:

·         რა არის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება?

·         რა კავშირია მათ შორის?

·         როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა შემოქმედებითად?

გავეცანით შემოქმედებითობის განვითარების გენერაციულობის თეორიას. შევისწავლეთ ამ უნარების გასავითარებელი სტრატეგიები:

·         გონებრივი იერიში;

·         „ბისოციაცია“ - ორჯერ ასოციაცია;

·         მომავლის სახელოსნო;

·         იდეების სახელოსნო;

·         მორფოლოგიური ყუთი;

·         ვოლტ დისნეის   „აზროვნების სამი სკამის“;

·         “აზროვნების ექვსი ქუდი“;

ამ სტრატეგიებიდან ნაწილის ( გონებრივი იერიში, აზროვნების სამი სკამი და აზროვნების ექვსი ქუდი) შესახებ მანამდეც მქონდა ზედაპირული წარმოდგენა, რომელიც ამ ტრენინგზე უფრო გავიღრმავე. არსებულ ინფორმაციას დავაშენე ახალი და დარწმუნებული ვარ მათ აუცილებლად ნაყოფიერად გამოვიყენებ როგორც სასწავლო ასევე სააღმზრდელო პროცესში. რაც შეეხება ბიასოცისციურ მეთოდს, შემოქმედებითი უნარების განვითარების მგავსი მეთოდი, რომელიც ჩემთვის სესიამდე ცნობილი იყო, ეს არის ასოცოაცია. თუმცა ახალი მასალის გაცნობის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა მათ შორის განსხვავება. ასოციაციის დროს ცენტრში დგას ამოსავალი კითხვა, პრობლემა, რომლის ირგვლივ ჩვენ მოგვდის მრავალი იდეა და რომელიც კონტექსტშია ძირითად პრობლემასთან.  ხოლო ბისოციაციის დროს კი ხდება ორჯერ ასოციაცია: პირველ წრეზე შეგროვდება თემის შესახებ აზრები და იდეები, რომლებიც ამოსავალ საკითხს ნაკლებად ან, ერთი შეხედვით, საერთოდ არ უკავშირდებიან. მეორე წრეზე კი ვცდილობთ, საწყისი/ძირითადი საკითხი უკვე მოპოვებულ ასოციაციებთან დავაკავშიროთ და ამ მიდგომით გადავჭრათ პრობლემა.

ბიოასოციაციის მეთოდი ჩემთვის სრულიად ახალი იყო. ის განსაკუთრებით ღირებული გახდა, რადგანაც ეს მეთოდი, კრეატიულობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა, ვინაიდან გაცნობიერებულად აკავშირებს ისეთ ცნებებსა და საგნებს ერთმანეთთან, რომლებსაც ჩვეული რუტინული აზროვნებით არაფერი აქვთ საერთო.

ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრისათვის იდეების ძებნის ტექნიკის გაცნობა და პარაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ მსჯელობა. კერძოდ, მომავლის სახელოსნო, იდეების სახელოსნო და მორფოლოგიული ყუთის მეთოდები. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ეს მეთოდები ჩემთვის სრულიად სიახლეს წარმიადგენდა. ამ საკითხში ჩემთვის ღირებული იყო ის, რომ ამ მეთოდების გამოყენებისას ყველა მოსწავლე თანაბრად მონაწილეობს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში და წვლილი შეაქვს შედეგის მიღწევაში. აქ არ არის იერარქია და შეზღუდვები, ვისაც რა დავალების შესრულება შეუძლია, იმას ასრულებს. მომავლის სახელოსნოში ყველა თანასწორია, მასწავლებელი იქნება ის თუ მოსწავლე. კერძოდ: მომავლის სახელოსნო არის თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი. მოსწავლეები, რომელთაც სურთ საერთო პრობლემის გადაჭრა, ქმნიან ჯგუფებს, აკონკრეტებენ პრობლემას და ერთობლივად იწყებენ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. ამ პროცესში გადიან შემდეგ ძირითად ფაზებს: მოსამზადებელი ფაზას,კრიტიკის ფაზას, ფანტაზიის ფაზას და განხორციელების, ანუ რეალიზების ფაზას.

იდეების სახელოსნი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შეძლონ  იდეებისა და პრობლემების გადაჭრის პოტენციალის მოპოვება და განვითარება. ის გაგებულია, როგორც  მომავალის სახელოსნოს მოდიფიკაცია. ამ მეთოდის განხორციელებისას მოსწვლეები აკეთებენ პრობლემის, საკითხის კრიტიკულ აღწერას / ანალიზს  და გადიან გენერირების ფაზას და რეფლექსიის ფაზას.

მორფილოგიური ყუთი - ამ მეთოდში გაბატონებულია აზრი, რომ  პრობლემების გადაჭრის გზები თავად პრობლემებშია დამალული. მისი ძირითადი მიზანია  შემსწავლელებმა ცალკეული ელემენტების სისტემური კომბინაციებით   დაამუშავონ მთლიანი პრობლემების გადაჭრის ფართო სპექტრი  და აქედან აირჩიონ ყველაზე უფრო შესაბამისი (resp. ხელსაყრელი). მეთოდის განხორციელების ფაზებია: პრობლემის განსაზღვრა, პრობლემის დანაწევრება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პარამეტრებად, ცალკეული ქვეპრობლემების გადაჭრის ვარიანტების   განსაზღვრა, ახალი კომბინაციების პოვნა და ალტერნატიული კომბინაციების შეფასება/ გადაწყვეტულების მიღება:

ამ მეთოდებს  აუცილებლად გამოვიყენებ როგორც საგაკვეთილო, ასევე სააღმზრდელო პროცესში.

მორფოლოგიური ყუთის მეთოდი ჩემთვის ცოტათი ბუნდოვანი დარჩა ვაპირებ ამ საკითხზე ცოდნის სრულყოფას, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კუთხით.

ჩემთვის შედარებით ახალი იყო აგრეთვე გენერაციულობის თეორია, რომლის თანახმადაც კრეატიულობის სწავლება ნიშნავს, ადამიანს მისცე ინსტრუმენტები, რომლებიც მას რეალურ სამყაროში სჭირდება შემოქმედებითი პროცესის გასაძლიერებლად და სამართავად.

ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მოსწავლეებთან მიდგომისას და ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება გენერაციულობის თეორიაში გამოყვენილი რამდენიმე ძირითადი თეზისი. კერძოს, ის რომ ყველა ადამიანს აქვს შემოქმედებითი უნარი და ყველას შეუძლია ამ უნარ-ჩვევების შესწავლა და ათვისება.

ტრენინგზე განხილული საკითხების ძირითადი ნაწილი ჩემთვის გასაგები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ცოდნის სრულყოფის მიზნით აუცილებლად დავუბრუნდები მას, გარდა ტრენერის მიერ მოწოდებული საკითხავი მასალისა, მოვიძიებ და დავამუშავებ შესაბამის დამატებეთ ლიტერატურას.

ჩემთვის თითქოსდა ახალი არ იყო, მაგრამ ძალზედ საინტრესო აღმოჩნდა ვოლტ დისნეის  ,,აზროვნების სამი სკამზე“ და ედუარდ დე ბონოს  ,, აზროვნების ექვსი ქუდზე“ მუშაობა. ორივე წარმოადგენს როლურ თამაშს, რომელიც როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად შეგვიძლია წარვმართოთ. ეს სტრატეგია მოიცავს როგორც ანალიტიკურ-სისტემატურ, ასევე ინტუიციურ-კრეატიულ ელემენტებს. ამ მეთოდებს  აუცილებლად გამოვიყენებ როგორც საგაკვეთილო, ასევე სააღმზრდელო პროცესში.

ტრენინგის მსვლელობისას ჩემთვის თითქმის ბუნდოვანი საკითხი არ დარჩენილა, რაგანაც გაურკვევლობის შემთხვევაში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა კითხვები დაგვესვა ტრენერისათვის და ისიც მუდამ ცდილობდა არ დაეტოვებინა ჩვენთვის კითხვის ნიშნები, რისთვისაც არ შემიძლია მას არ გადაუხადო გულთბილი მადლობა.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მომეწონა და ნაყოფიერი გამოდგა ჩვენთვის გუნდური სამუშობები, როგორც ტრენინგის პროცესში, ასევე მის გარეთაც. კერძოს ცალკე შქმნილ ჯგუფებში, სადაც ნაყოფიერი სამუშაოს შესრულების გარდა ძალინ დაუახლოვდით ერთმანეთს და მიუხედავად ონლინ რეჟიმისა არ გაგვჭირვენბია გუნდის შეკვრა.

 


ფატიმა ციმინტია

პრეზენტაციები